"ყველაფერი გადაწყვეტილია, დარჩა მხოლოდ ერთი რამ", - მამარდაშვილი თითქმის ვალენსიელია
ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას ესპანურ "ვალენსიაში" გააგრძელებს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი GOAL.GE-სთან გიორგის მამამ, დავით მამარდაშვილმა გააკეთა.
"ვალენსიას ხელმძღვანელობასთან აქტიური საუბრები უკვე 3 თვეა გვაქვს, თუმცა ამის შესახებ გიორგიმ არაფერი იცოდა და ახლა, ესპანური პრესისგან პირველად გაიგო.
დიდი ხანი ამას ვუმალავდით. რაღაცას გრძნობდა, მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ შემოთავაზება რამდენიმე კლუბისგან იყო.
ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია. მამარდაშვილი ვალენსიაში ზაფხულშივე გადავა.
ერთადერთი, ლოკომოტივისგან გვინდა თანხმობა და არამგონია, მათ ახალგაზრდა მეკარის უცხოეთში, ასეთ გუნდში წასვლაზე უარი თქვან. მითუმეტეს, ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება და იქამდე ახალ მეკარეს იპოვიან", - განაცხადა 20 წლის მეკარის მამამ ჩვენთან საუბარში.
"მამარდაშვილის ფიზიკური მონაცემები ვალენსიას დანარჩენ მეკარეებზე შთამბეჭდავია", - ესპანური პრესა
მამარდაშვილი დიდი მეკარეების გვერდით - ვალენსიას კიპერების ქრონოლოგია
"დღედაღამ შრომას არ აკლებს და პროგრესირებს" - ინტერვიუ მამარდაშვილის მამასთან