ავტორიზაცია

"დღედაღამ შრომას არ აკლებს და პროგრესირებს" - ინტერვიუ მამარდაშვილის მამასთან

"დღედაღამ შრომას არ აკლებს და პროგრესირებს" - ინტერვიუ მამარდაშვილის მამასთან
თარიღი 11 May 2021, 11:57

დღესდღეობით, 20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, რომელიც "ლოკომოტივში" ბრწყინვალე მატჩებს ატარებს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მამარდაშვილი კარიერას ესპანურ "ვალენსიაში" გააგრძელებს. 

ამ და სხვა თემებზე GOAL.GE ფეხბურთელის მამას, დავით მამარდაშვილს გაესაუბრა.

"როცა გიორგი დინამოს აკადემიაში იყო, ბევრს არ სჯეროდა, რომ კარგი ფეხბურთელი იქნებოდა. შემდეგ ის ლოკომოტივში გადავიდა და აქედან დაიწყო მისი პროგრესი. ვფიქრობ, დინამოდან წამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მამარდაშვილმა სწორედ ლოკომოტივში მისვლის შემდეგ მოუმატა, მონდომებულია, უნდა თავისი შრომით ბევრს მიაღწიოს და პროგრესს აგრძელებს"

გულშემატკივარმა გიორგი მაშინ გაიცნო, როცა ევროპა ლიგაზე "ლოკომოტივთან" ერთად ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც...

მე თვითონ მეკარეების მწვრთნელი ვარ და როცა ჩემი გაწვრთნილი მეკარე კარგად თამაშობს ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე და წარმოგიდგენიათ რა გრძნობა მაქვს, როცა ჩემი შვილი თამაშობს მაღალ დონეზე?! საქართაველოს ნაკრებში გამოძახებამაც ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა. ევროპაა ლიგაზე კი მან მართლაც კარგი მატჩები ჩაატარა. მე მაინც სხვანაირად ვუდგები და სულ ვდილობ იმ კომპონენტებზე მივუთითო, რაშიც მოსამატებელი აქვს.

როგორ ფიქრობთ, რაში აქვს მოსამატებელი მამარდაშვილს?

ყველა კომპონენტში რაღაც დონეზე მოსამატებელი აქვს. მთავარი მეკარისთვის ისაა, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას და როცა თანაგუნდელი ბურთს უკან გიგორებს, არ შეეშინდეს. ფეხით თამაშიც ერთ-ერთი კომპონენტია, რაშიც გიორგის მოსამატებელი აქვს. დღედაღამ, ის შრომას არ აკლებს, სულ ვარჯიშობს და ცდილობს, სუსტი მხარეები დახვეწოს.

ვალენსიაში მამარდაშვილის ტრანსფერზე ბევრი იწერება. რა ეტაპზეა ამჟამად მოლაპარაკებები?

ვალენსიას ხელმძღვანელობასთან აქტიური საუბრები უკვე 3 თვეა გვაქვს, თუმცა ამის შესახებ გიორგიმ არაფერი იცოდა და ახლა, ესპანური პრესისგან პირველად გაიგო. დიდი ხანი ამას ვუმალავდით. რაღაცას გრძნობდა, მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ შემოთავაზება რამდენიმე კლუბისგან იყო.

ანუ, ყველაფერი გადაწყვეტილია?

ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია. მამარდაშვილი ვალენსიაში ზაფხულშივე გადავა. ერთადერთი, ლოკომოტივისგან გვინდა თანხმობა და არამგონია, მათ ახალგაზრდა მეკარის უცხოეთში, ასეთ გუნდში წასვლაზე უარი თქვან. მითუმეტეს, ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება და იქამდე ახალ მეკარეს იპოვნიან.

"ყველაფერი გადაწყვეტილია, დარჩა მხოლოდ ერთი რამ", - მამარდაშვილი თითქმის ვალენსიელია

"მამარდაშვილის ფიზიკური მონაცემები ვალენსიას დანარჩენ მეკარეებზე შთამბეჭდავია", - ესპანური პრესა