ავტორიზაცია

მოლაპარაკებები განახლდა — რა შემთხვევაში შედგება დეპაის ტრანსფერი ბარსელონაში?

მოლაპარაკებები განახლდა — რა შემთხვევაში შედგება დეპაის ტრანსფერი ბარსელონაში?
თარიღი 12 მაი 2021, 19:29

"ბარსელონამ" "ლიონის" თავდამსხმელ მემფის დეპაის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები განაახლა, იუწყება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მხარეებს კონტაქტი იანვარშიც ჰქონდათ, მაგრამ მაშინ კატალონიელები ფრანგულ კლუბს ვერ შეუთანხმდა.

დეპაის ტრანსფერის მთავარი ინიციატორი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანია. თავად ჰოლანდიელიც დაინტერესებულია თანამემამულესთან მუშაობით.

თუმცა, კატალონიელები მოლაპარაკებებში არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი დამატება უფასოდ არის შესაძლებელი.

ასე და ამგვარად, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, გაწვრთნის თუ არა კუმანი გუნდს მომდევნო სეზონშიც.

როგორც აღინიშნება, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს წევრებს 58 წლის სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით საერთო აზრი არ აქვთ.

ბარსელონა რონალდ კუმანს ლა ლიგის მოგების შემთხვევაშიც კი გაუშვებს?! ESPN-მ მიზეზი დაასახელა