"ზოგ იტალიურ გუნდს კარგად ვიცნობ", - ლევანდოვსკიმ სერია ა-ში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა
"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერის იტალიაში შესაძლო გაგრძელებაზე განცხადება გააკეთა.
"იტალიურ ფეხბურთზე ბევრ ადამიანთან მისაუბრია, ბევრი რამ მითხრეს ადგილობრივი ჩემპიონატის შესახებ", - ამბობს პოლონელი.
"ზოგ გუნდს კარგად ვიცნობ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე შევხვედრილვარ. მართალია, "ბაიერნთან" კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, ამ დიდებულ კლუბში თავს კარგად ვგრძნობ", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Goal.com.
ლევანდოვსკი "ბაიერნში" 2014 წლის ზაფხულიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში 32 წლის პოლონელმა 38 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერთან" 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
ლევანდოვსკი ბაიერნით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია - რა არ მოსწონს პოლონელს?