მესი, რონალდუ და ნეიმარი სიაში — 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი Forbes-ის ვერსიით
Forbes-ის ვერსიით, ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას სათავეში ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი უდგას.
როგორც აღინიშნება, შემოსავლის გაანგარიშება 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე განხორციელდა.
ზემოთნახსენებ პერიოდში ირლანდიელმა 180 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, ოქტაგონზე ასპარეზობით მან მხოლოდ 22 მილიონი მიიღო. დანარჩენი თანხა მისი ალკოჰოლური სასმელების ბრენდის რეკლამირებიდან და გაყიდვიდან მოდის.
რეიტინგში მეორე ადგილზე "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესია, რომელმაც 130 მილიონი გამოიმუშავა. მესამე პოზიცია "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ (120 მლნ) დაიკავა.
Forbes-ის მიერ შედგენილი რეიტინგის ტოპ-ათეული
1. კონორ მაკგრეგორი (შერეული საბრძოლო ხელოვნება) - 180 მილიონი დოლარი
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 130
3. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 120
4. დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი) - 107.5
5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 96,5
6. ნეიმარი (ფეხბურთი) - 95
7. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 90
8. ლუის ჰამილტონი - (ავტორბოლა) - 82
9. ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი) - 76
10. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 75
9 საფეხბურთო კლუბი სიაში — Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების რეიტინგი შეადგინა