ავტორიზაცია

ცნობილია ქალაქი, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება — უეფა გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროვებს

ცნობილია ქალაქი, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება — უეფა გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროვებს
თარიღი 12 მაი 2021, 22:32

"მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" შორის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური დაპირისპირება პორტუში გაიმართება, იტყობინება The Times.

როგორც აღინიშნება, უეფა ამ გადაწყვეტილებას ხვალ ოფიციალურად გაასაჯაროვებს. ცნობისთვის, მატჩი სტამბულში უნდა გამართულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული კლუბის გულშემატკივრები 4500-დან 6000-მდე ბილეთის კვოტას მიიღებს.

აქამდე იწერებოდა, რომ ფინალი შეიძლებოდა ლონდონში, სტადიონ "უემბლიზე" ან ლისაბონში გადაეტანათ. ლონდონის ვარიანტი უარყოფილ იქნა, რადგან ბრიტანეთის მთავრობა გამონაკლისის სახით უეფას წარმომადგენლებისთვის, მაუწყებლებისთვის, სპონსორებისთვის და VIP-პერსონებისთვის შეზღუდვების ზომების შესუსტებას არ დათანხმდა.

ფინალი 29 მაისს გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს. სტამბულიდან ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი დაპირისპირება კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიტანეს.

სად გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი? — ESPN-ი ორ ქალაქს ასახელებს