მოლაპარაკებები უკვე შედგა — ბუფონი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს?
"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა შეიძლება ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც არაერთი გამოცემა იუწყება, Footmercato-ზე დაყრდნობით, "ბარსელონამ" 43 წლის კიპერთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ბებერ ქალბატონთან" ბუფონს 2021 წლის ზაფხულში ეწურება.
მოგეხსენებათ, აქამდე, ჯიჯიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.
მიმდინარე სეზონში ბუფონმა სერია ა-ს 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც საკუთარი კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.