ცნობილი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ბუფონმა იუვენტუსიდან წასვლა
ცნობილი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა "იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვება.
როგორც გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, 43 წლის ვეტერანის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოსთან არსებულმა ურთიერთობამ. ისინი ახლო მეგობრები არიან, რომლებმაც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ერთად მოიგეს.
არსებული ცნობით, ჯიჯის იმედი ჰქონდა, რომ ამ სეზონში მეტ მატჩს ჩაატარებდა და გასახდელში გუნდზე აქტიურად მოახდენდა გავლენას, მაგრამ პირლო უფრო ხშირად ვოიცეხ შესნის ენდობოდა.
"ჩემი მომავალი გარკვეულია. "იუვენტუსთან" ერთად მშვენიერი მოგზაურობა ამ სეზონის შემდეგ საბოლოოდ დასრულდება. ვგრძნობ, რომ გუნდს ყველაფერი მივეცი, სანაცვლოდ კი ამდენივე მივიღე და მეტის გაკეთება შეუძლებელი იქნება", - თქვა ბუფონმა.
გოლკიპერმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას "იუვესთან" 2021 წლის ივნისში ეწურება. ბუფონი "ბიანკონერის" ღირსებას 2001 წლიდან 2018 წლამდე იცავდა, შემდეგ ერთი სეზონი "პსჟ"-ში გაატარა და 2019 წელს კვლავ ტურინში დაბრუნდა.
მოლაპარაკებები უკვე შედგა — ბუფონი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს?