ავტორიზაცია

დაძაბულობა რეალის ბანაკში — გუშინდელ ვარჯიშზე მარსელოსა და ზიდანს შორის უთანხმოება მოხდა!

დაძაბულობა რეალის ბანაკში — გუშინდელ ვარჯიშზე მარსელოსა და ზიდანს შორის უთანხმოება მოხდა!
თარიღი 12 May 2021, 23:52

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის ეგიდით, "გრანადასთან" გასამართ შეხვედრაში "რეალის" მცველი, მარსელო არ ითამაშებს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com იტყობინება, გუშინდელ ვარჯიშზე ბრაზილიელი მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს დაცვით თამაშში ტაქტიკურ ნიუანსებთან დაკავშირებით შეეკამათა.

ამის გამო, 33 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "გრანადასთან" ხვალ გასამართი დაპირისპირების განაცხადს მიღმა დარჩა.

ასე და ამგვარად, აღნიშნული მატჩისთვის "რეალის" შეამდგენლობაში მხოლოდ ოთხი მცველია, ერთ-ერთი მათგანი "კასტილიადანაა" - მიგელ გუტიერესი.

მიმდინარე სეზონში მარსელომ ლა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ზიდანის ამ სიტყვებმა ჩემი კარიერა სამუდამოდ შეცვალა", - მოდრიჩი