"ზიდანის ამ სიტყვებმა ჩემი კარიერა სამუდამოდ შეცვალა", - მოდრიჩი
მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა გაიხსენა ზინედინ ზიდანთან დიალოგი, რომელმაც მის კარიერაზე დიდი გავლენა იქონია:
"ზიდანი რეალის მთავარ მწვრთნელად იყო ახალი დანიშნული და ერთ-ერთი პირველი ვარჯიშის შემდეგ, მან თავის კაბინეტში მიხმო.
ზიზუმ ამიხსნა, თუ რა როლს მიმზადებდა ის გუნდში და მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან, ოქროს ბურთი ჩემი გახდებოდა.
ფრანგმა სპეციალისტმა მომცა უდიდესი სტიმული და ორი წლის შემდეგ, მე აღნიშნულ ჯილდოს მართლაც დავეუფლე.
მან ითამაშა ძალიან დიდი როლი როგორც ჩემი კარიერის განვითარებაში, ისე მადრიდის თითოეული მოთამაშის საფეხბურთო გზაზე".
შეგახსენებთ, ხორვატი ფლეიმეიქერი "სამეფო კლუბში" თამაშობს 2012 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 388 შეხვედრაში 26 გოლის გატანა შეძლო.
"თუ რეალში ჩივილი სურთ, მაშინ ეს მათი პრობლემაა", - კუმანმა ზიდანს უპასუხა
"მსაჯობაზე არასოდეს ვსაუბრობ, მაგრამ ახლა გაბრაზებული ვარ", - ზიდანის კრიტიკული განცხადება