ბარსელონას გარდა, ბუფონს კარიერის გაგრძელების კიდევ 5 ვარიანტი აქვს — იტალიური პრესა
"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ტურინს დატოვებს.
როგორც იტალიურ პრესაში წერენ, 43 წლის მეკარესთან კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობს "ბარსელონა".
აღინიშნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯიჯი და კატალონიელები შეთანხმდებიან, ვეტერანი სათადარიგო კიპერის როლს მოიგებს.
აგრეთვე, გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, ბუფონმა სხვა 4 კლუბისგანაც მიიღო შეთავაზებები, საუბარია "ოლიმპიაკოსზე", კიევის "დინამოზე", ფრანკფურტის "აინტრახტზე", "გალათასარაისა" და ლისაბონის "სპორტინგზე".
მიმდინარე სეზონში ჯიჯიმ, რომელსაც კონტრაქტის ვადა "იუვესთან" ზაფხულში ეწურება, სერია ა-ს 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც საკუთარი კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.
ცნობილი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ბუფონმა იუვენტუსიდან წასვლა