ავტორიზაცია

"თანამედროვე ჯარით ვერც კეისარი ივარგებდა", - ბეილის აგენტმა მოურინიოს წაკბინა

"თანამედროვე ჯარით ვერც კეისარი ივარგებდა", - ბეილის აგენტმა მოურინიოს წაკბინა
თარიღი 13 მაი 2021, 12:01

გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონატან ბარნეტმა ჟოზე მოურინიოს შესახებ გააკეთა საკმაოდ საინტერესო განცხადება. უელსელი შემტევის წარმომადგენელმა პორტუგალიელს წაკბინა:

"ბეილის არასტაბილურ თამაშში დამნაშავე მოურინიო იყო? მისი უარყოფითი მხარეების შესახებ საუბრის უფლება არ მაქვს, ის გამორჩეული მწვრთნელია.

ამის მიუხედავად, შემიძლია დავამატო ერთი რამ - კეისარიც დიდებული იყო, თუმცა მეეჭვება, რომ თანამედროვე ჯარით მას რაიმე ღირებული გაეკეთებინა.

რაც შეეხება გარეტს, იმ შემთხვევაში, თუ მას არ შეზღუდავ, ის გაიტანს უამრავ გოლს. უბრალოდ არ ღირს რეალის საკუთრებაში მყოფი ვინგერის ჩარჩოებში მოქცევა.

მესისა და რონალდუს ხომ არ დაუწესებთ რაღაც საზღვრებს, ანალოგიური მიდგომა სჭირდება მასაც", - განაცხადა "ტოტენჰემის" 9-იანის აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები ბრიტანელი გარემარბის დაბრუნებას არ ჩქარობენ, თუმცა არც ლონდონელები ლამობენ მის გამოსყიდვას.

"მოურინიოს დროს, ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება რთული იყო", - რაშფორდმა ჟოზესთან მუშაობის სირთულეები გაიხსენა

"გადაწყვეტილება რამდენიმე მხარემ უნდა მიიღოს", - აგენტი ბეილის მომავალზე ალაპარაკდა