ავტორიზაცია

ფოტო: რონალდუს ახალი ავტომობილი - 1.6 მილიონი ევროს ღირებულების Ferrari Monza SP1

ფოტო: რონალდუს ახალი ავტომობილი - 1.6 მილიონი ევროს ღირებულების Ferrari Monza SP1
თარიღი 13 May 2021, 13:12

"სასუოლოსთან" შეხვედრამდე, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავისი გუნდის ვარჯიში გააცდინა.

ეს არ იყო განპირობებული კონფლიქტით ან პროტესტით, პორტუგალიელი თავდამსხმელი "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელებთან ერთად საქმიანი ვიზიტით Ferrari-ს ქარხანას ეწვია.

კომპანიის წარმომადგენლებმა განიხილეს რამდენიმე ბიზნეს იდეა, "ბიანკონერის" ფორვარდმა კი თავის ავტოკოლექციას რიგით მე-20 მოდელი შემატა.

ლეგენდარულმა შვიდიანმა იყიდა Ferrari Monza SP1, რომლის საბაზრო ღირებულება კომპლექტაციის მიხედვით მინიმუმ 1.6 მილიონი ევროდან იწყება.

სულ გამოსულია 500 ეკზემპლარი და ცნობისთვის, ასეთი მოდელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტოფარეხშიც ინახება. ასე გამოიყურება აღნიშნული ავტო:

გინდათ 100 გოლი? დაურეკეთ! - რონალდუს ისტორიული მიღწევა

VIDEO: რონალდუს საიუბილეო გოლი, მილანის შვიდი ბურთი და ბევრი სხვა - სერია ა-ს ტოპ მატჩები