"არა მგონია, ზაფხულში მბაპეს, ჰოლანდის და სანჩოს ტრანსფერები განხორციელდეს", - კლოპმა მიზეზი განმარტა
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ საეჭვოა ზაფხულში კილიან მბაპეს ("პსჟ"), ერლინგ ჰოლანდისა და ჯეიდონ სანჩოს (ორივე - "დორტმუნდი") ტრანსფერები განხორციელდეს.
"ამ ზაფხულს ბაზარი უჩვეულო იქნება. ხშირად მესმის შესაძლო ტრანსფერების შესახებ: მბაპე, ჰოლანდი, სანჩო. არა მგონია, ზაფხულში ეს გარიგებები შედგეს. ამჟამად საფეხბურთო სამყარო არ არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.
შეგახსენებთ, ჰოლანდის, მბაპესა და სანჩოს შეძენისთვის არაერთი ტოპ კლუბი იბრძვის, მათ შორის არიან "ბარსელონა", "რეალი" და "მანჩესტერ სიტი".
"ლივერპული" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს და დღეს, 13 მაისს, "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
აქვს თუ არა ლივერპულს ოთხეულში მოხვედრის შანსი? - კლოპის პასუხი