აქვს თუ არა ლივერპულს ოთხეულში მოხვედრის შანსი? - კლოპის პასუხი
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსებზე ისაუბრა:
"აქვს თუ არა ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი? ეს არის ძალიან რთული, თუმცა არა შეუძლებელი.
ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, რადგან შესაძლოა დარჩენილი მატჩების მოგებაც კი არ იყოს საკმარისი.
საჭიროა კონკურენტების მხრიდან ქულების დაკარგვა, იმისთვის, რომ ლივერპულს მათთან მოახლოების საშუალება მიეცეს", - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, მერსისაიდელებს დარჩენილი აქვთ ოთხი შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგის ოთხეულამდე კი მათ ექვსი ქულა აშორებთ.
"ლივერპულის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გამო არავინ იტირებს", - კლოპი
კლოპმა ისაუბრა, იმოქმედებს თუ არა გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლა