"ლივერპულის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გამო არავინ იტირებს", - კლოპი
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლო ვერ მოხვედრის შესახებ ისაუბრა:
"ლივერპულის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გამო არავინ იტირებს და ამ ყველაფერში დამნაშავეები პირველ რიგში ჩვენ ვიქნებით.
ჩვენ თვითონ ჩავიგდეთ თავები ამ მდგომარეობაში და შესაბამისად პასუხსაც ჩვენ ვაგებთ. რთული მდგომარეობაა, თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია".
შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები 54 ქულით არიან მეშვიდე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე ამ გუნდს შვიდი ქულა აშორებს.
"წითლებს" გასამართი დარჩათ ხუთი შეხვედრა, მოწინააღმდეგეები არიან - "საუთჰემპტონი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ვესტ ბრომვიჩი", "ბარნლი" და "კრისტალ პალასი".
ლივერპულმა უმტიტის მიზერულ თანხად შეძენაზე უარი თქვა
ლივერპულის ლეგენდარული მცველის შვილი შესაძლოა ევერტონში გადავიდეს