ზიდანმა ზაფხულში შეიძლება რეალი დატოვოს — მიზეზი ფლორენტინო პერესს უკავშირდება
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ზაფხულში შეიძლება მადრიდული გრანდი დატოვოს.
როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ფრანგ სპეციალისტს სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლა უნდა, რადგან კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისგან ძველებურ მხარდაჭერას ვეღარ გრძნობს.
ასე და ამგვარად, არ არის გამორიცხული, ზიდანმა სამუშაო ადგილი იმ შემთხვევაშიც კი შეიცვალოს, თუ გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახდება.
48 წლის ფრანგი სპეციალისტი "სამეფო კლუბს" სათავეში მეორედ 2019 წლის მარტში ჩაუდგა, იქამდე კი 2016 წლიდან 2018 წლამდე წვრთნიდა.
ამ ეტაპზე, "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 75 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ "ატლეტიკოს" 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
დაძაბულობა რეალის ბანაკში — გუშინდელ ვარჯიშზე მარსელოსა და ზიდანს შორის უთანხმოება მოხდა!