"სწორედ კლოპი დამეხმარა გავმხდარიყავი უფრო უკეთესი მწვრთნელი", - გვარდიოლას აღიარება
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ლივერპულის" თავკაცი, იურგენ კლოპი მას შთააგონებდა.
"კლოპი ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. სწორედ ის დამეხმარა გავმხდარიყავი უფრო უკეთესი მწვრთნელი, "დორტმუნდისა" და "ლივერპულის" წყალობით".
"მაიძულებდა თამაშებსა და მეტოქეებზე მეტი მეფიქრა. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. კლოპს ვაფასებ და პატივს ვცემ", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Manchester Evening News.
11 მაისს, პრემიერ ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, "მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონი გახდა. "ქალაქელები" მეორეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს" 10 ქულით უსწრებენ.