ავტორიზაცია

რუმენიგე: "გავყიდით თუ არა ლევანდოვსკის?"

რუმენიგე: "გავყიდით თუ არა ლევანდოვსკის?"
თარიღი 14 მაი 2021, 10:10

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რობერტო ლევანდოვსკის შესაძლო გაყიდვის შესახებ ისაუბრა:

"განიხილავს თუ არა ბაიერნი ლევანდოვსკის გაყიდვას? რა თქმა უნდა, არა! ის ჩვენს გუნდში კიდევ დიდი ხნით დარჩება. ეს სიმართლეა.

როგორ შეიძლება თავდამსხმელის გაყიდვა, რომელიც სეზონში დაახლოებით 60 გოლს იტანს?!", - განაცხადა გერმანელმა ფუნქციონერმა.

ევროპული პრესის აზრით, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელმა აღნიშნული კომენტარით წაკბინა ფლორენტინო პერესს, კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვის საკითხში.

აქვე დავამატებთ, გუნდი, რომლის სახელს უკავშირებენ პოლონელ ფორვარდს სწორედაც რომ მადრიდის "რეალი" არის.

"ზოგ იტალიურ გუნდს კარგად ვიცნობ", - ლევანდოვსკიმ სერია ა-ში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

ლევანდოვსკი: "შესნისთან ბოდიში, მაგრამ ინტერმა ჩემპიონობა დაიმსახურა"