ზიდანის რეალიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია — რას უკავშირდება ფრანგის გადაწყვეტილება?
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა გუნდი ესპანეთის ჩემპიონი, წერს Telemadrid.
გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ფრანგ სპეციალისტს "სამეფო კლუბიდან" წასვლა უნდა, რადგან დაძაბულობისგან დაიღალა, როგორც მორალურად, ისევე ფიზიკურად.
ზიდანმა "რეალი" 2019 წელს მეორედ ჩაიბარა. იქამდე, ზიზუ მადრიდულ გუნდს 2016 წლიდან 2018 წლამდე წვრთნიდა. "რეალმა" მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო და ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში "რეალი" 36 ტურში მოპოვებული 78 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ატლეტიკოს" ორი ქულით ჩამორჩება.
ზიდანმა ზაფხულში შეიძლება რეალი დატოვოს — მიზეზი ფლორენტინო პერესს უკავშირდება