ავტორიზაცია

რონალდუს აგენტი სპორტინგში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

რონალდუს აგენტი სპორტინგში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
თარიღი 14 მაი 2021, 20:20

"იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

"კრიშტიანუ "სპორტინგის" მიერ მოპოვებული ტიტულით ამაყობს. თუმცა, ამ ეტაპზე, მისი კარიერული გეგმები პორტუგალიას არ უკავშირდება", - ციტირებს მენდეშის სიტყვებს Record.

12 მაისს, 36 წლის პორტუგალიელმა "სპორტინგს" პორტუგალიის ჩემპიონატის მოგება მიულოცა.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ მშობლიურ კლუბში დაბრუნებასთან ახლოს არის.

რონალდუმ პროფესიონალური კარიერა სწორედ "სპორტინგში" დაიწყო. 1997 წლიდან 2002 წლამდე იგი ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი ერთი სეზონი პირველ გუნდში გაატარა, საიდანაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.

VIDEO: მაკგრეგორის დანაპირები რონალდუს 2016 წელს, რომელიც მან 2021-ში აასრულა