ავტორიზაცია

VIDEO: მაკგრეგორის დანაპირები რონალდუს 2016 წელს, რომელიც მან 2021-ში აასრულა

თარიღი 14 მაი 2021, 10:43

2016 წლის ზაფხულში, კრიშტიანუ რონალდუსა და კონორ მაკგრეგორის გზები ლას-ვეგასის ერთ-ერთ სავარჯიშო დარბაზში გადაიყარა.

პორტუგალიელმა და ირლანდიელმა სპორტსმენებმა ჩაწერეს მეგობრული ვიდეო, რომელშიც UFC-ის იმ დროინდელმა ჩემპიონმა ამბიციური განცხადება გააკეთა.

"ნოტორიუსმა" აღნიშნა, რომ მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის მსგავსად, მასაც ეყოლება კერძო თვითმფრინავი და ერთ დღესაც ის Forbes-ის სიის სათავეში მოექცევა.

მაკგრეგორი: კერძო თვითმფრინავი გყავს?

რონალდუ: კი

მაკგრეგორი: მეც მინდა. Forbes-ის სიის სათავეში ხარ, მე კი სადღაც 35-ე ადგილზე ვარ, მეც დავიძრები წინ.

რონალდუ: რომელ ადგილზე ხარ?

მაკგრეგორი: 38-ე, თუმცა პირველ ადგილზე აუცილებლად ვიქნები. შესაძლოა, მომავალ წელს გადაგასწრო!

როგორც ვხედავთ, ირლანდიელმა მებრძოლმა 2016 წელს დადებული სიტყვა აასრულა - 2020 წლის კალენდარული წლის მონაცემებით, 180 მილიონი დოლარით ის პირველია, პორტუგალიელი კი 120 მილიონით მე-3.

მესი, რონალდუ და ნეიმარი სიაში — 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი Forbes-ის ვერსიით

ფოტო: რონალდუს ახალი ავტომობილი - 1.6 მილიონი ევროს ღირებულების Ferrari Monza SP1