ავტორიზაცია

პსჟ-მ მბაპეს შემცვლელად სალაჰი შეარჩია — რა შემთხვევაში ეცდებიან პარიზელები ტრანსფერის გაჩარხვას?

პსჟ-მ მბაპეს შემცვლელად სალაჰი შეარჩია — რა შემთხვევაში ეცდებიან პარიზელები ტრანსფერის გაჩარხვას?
თარიღი 14 მაი 2021, 22:08

"პსჟ" "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, თუ კილიან მბაპე გუნდს დატოვებს, იტყობინება ESPN.

ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, კლუბში ახალი კონტრაქტის თაობაზე მბაპეს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

პარიზელებთან 22 წლის ფრანგს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. მისი წასვლის შემთხვევაში, ხელმძღვანელობას პოტენციური შემცვლელების სია აქვს, რომელშიც 28 წლის ეგვიპტელიცაა.

თავის მხრივ, სალაჰს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში მერსისაიდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერ ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

VIDEO: პსჟ-ს ახალი ფორმის პრეზენტაცია მბაპეს მონაწილეობით - ფრანგი ლურჯ მაისურს ბოლოჯერ იცვამს?