VIDEO: პსჟ-ს ახალი ფორმის პრეზენტაცია მბაპეს მონაწილეობით - ფრანგი ლურჯ მაისურს ბოლოჯერ იცვამს?
"პარი სენ-ჟერმენმა" წარადგინა 2021-2022 წლის სეზონის ფორმა. ტრადიციულად ეკიპირებაში ჭარბობს ლურჯი ფერი, წითელმა კი მკლავებსა და საყელოებზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო-რგოლში მონაწილეობა მიიღო კილიან მბაპემ, რომელსაც კონტრაქტი "პსჟ"-სთან 2022 წლის ივნისში უმთავრდება.
სოციალურ ქსელში უკვე ხუმრობენ იმის თაობაზე, რომ ფრანგი თავდამსხმელი პარიზელთა ლურჯ მაისურს ბოლოჯერ იცვამს.
როგორც ვიცით, "პარკ დე პრენსის" ბინადრების ფორვარდით უკვე დიდი ხანია აქტიურად ინტერესდება მადრიდის "რეალი".