ავტორიზაცია

"რეალსა და ბარსელონას ყველაფერი ავუხსენით", - დორტმუნდში ჰოლანდის მომავალზე მორიგი განცხადება გააკეთეს

"რეალსა და ბარსელონას ყველაფერი ავუხსენით", - დორტმუნდში ჰოლანდის მომავალზე მორიგი განცხადება გააკეთეს
თარიღი 15 მაი 2021, 13:53

"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის მომავალზე ისაუბრა.

"ნათლად განვაცხადე, ჰოლანდი "დორტმუნდში" რჩება. "რეალსა" და "ბარსელონას" ავუხსენით, რომ მის გაყიდვას არ ვაპირებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევთ".

"აქამდე არ დაგვიჯერეს, რომ სანჩო დარჩებოდა. ასე ხდება ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე. ახლა აბსოლუტურად მშვიდად ვარ ლიდერების მომავალთან დაკავშირებით", - ციტირებს ვატცკეს სიტყვებს Sport.es.

Transfermarkt-ის ვერსიით, ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ნორვეგიელმა გერმანიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.

"არა მგონია, ზაფხულში მბაპეს, ჰოლანდის და სანჩოს ტრანსფერები განხორციელდეს", - კლოპმა მიზეზი განმარტა