ავტორიზაცია

სკანდალი ბრაზილიაში — ლგბტ აქტივისტი ნეიმარს შეიარაღებული ძარცვის ორგანიზებაში სდებს ბრალს

სკანდალი ბრაზილიაში — ლგბტ აქტივისტი ნეიმარს შეიარაღებული ძარცვის ორგანიზებაში სდებს ბრალს
თარიღი 15 May 2021, 14:27

ბრაზილიის სახელმწიფო დეპუტატის მოადგილემ და ლგბტ აქტივისტმა, აგრიპინიო მაგალიაინშმა სან-პაულუს სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომელშიც ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარს შეიარაღებული ძარცვის ორგანიზებაში სდებს ბრალს, წერს Lo-Bianco.

მაგალიაინში ფიქრობს, რომ მასზე ორგანიზებული თავდასხმის მიზეზი ფეხბურთელის მხრიდან შესაძლო ჰომოფობიური შემთხვევების სერიის მოყოლა იყოს. აგრეთვე, პოლიტიკოსის თქმით, ნეიმარის ადვოკატი, დავი დე პაივა კოსტა ტანგერინა მას მოკვლით ემუქრებოდა.

როგორც მაგალიაინში აცხადებს, სიცოცხლის მოსპობის შიშით ჩვეულ რეჟიმში ვერ მუშაობს და მორალური ზიანის მიყენების ასანაზღაურებლად 1 მილიონ ბრაზილიურ რეალს ითხოვს, რაც დაახლოებით 190 ათასი დოლარია.

აქამდე, მაგალიაინშმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაწყებულიყო გამოძიება ნეიმარის წინააღმდეგ, კიბერსპორტსმენ ტიაგო რამოსის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც დედამისს ხვდებოდა. პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ რამოსთან უთანხმოების დროს ნეიმარმა შემდეგი რამ თქვა: "გეები მოსაკლავები არიან".

"მადლობა, რომ ფინალი წამართვით", - ნეიმარი ნახევარფინალური მატჩის არბიტრით უკმაყოფილოა