რეალის ხელმძღვანელობამ ზიდანის შემცვლელად მთავარი კანდიდატი შეარჩია — MARCA
"რეალის" სარეზერვო გუნდის ("რეალ კასტილია") მთავარმა მწვრთნელმა, რაულმა შესაძლოა მთავარი გუნდის თავკაცის პოსტზე ზინედინ ზიდანის ადგილი დაიკავოს, წერს Marca.
43 წლის ესპანელი მთავარი პრეტენდენტია - კლუბის ხელმძღვანელობის წევრთა უმრავლესობა სწორედ მის კანდიდატურას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ არიან სხვა კანდიდატებიც.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი შეიძლება იოაჰიმ ლიოვმა ჩაიბაროს, რომელიც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებიდან წავა.
რაული "რეალის" მეორე გუნდს 2019 წლიდან წვრთნის. იგი 16 წლის მანძილზე ფეხბურთელის რანგში იცავდა "ბლანკოსის" ღირსებას. რაული კლუბის ლეგენდაა და მისი საუკეთესო ბომბარდირიც იყო.
ზიდანის ხელმძღვანელობით, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო (2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში), შემდეგ კი გუნდი დატოვა. 2019 წლის მარტში 48 წლის ფრანგი დაბრუნდა და მადრიდელებს ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. ამ სეზონში ზინედინის შეგირდები ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალიდან "ჩელსიმ" გამოთიშა, ლა ლიგაში კი მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონობის შანსებს ინარჩუნებს.
არსებული ცნობით, ზიდანმა სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონი. TeleMadrid-ის ვერსიით, სპეციალისტს "რეალიდან" წასვლა იმის გამო უნდა, რომ დაძაბულობისგან დაიღალა, როგორც მორალურად, ისევე ფიზიკურად.
ზიდანის რეალიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია — რას უკავშირდება ფრანგის გადაწყვეტილება?