ფოტო: ლევანდოვსკიმ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა და მასვე მიუძღვნა

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 33-ე ტურში "ფრაიბურგთან" (2:2) გამართულ მატჩში გოლის გატანა მოახერხა.
32 წლის პოლონელმა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-40 ბურთი შეაგდო და მიუნხენური გრანდის ლეგენდარული ფორვარდის, გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.
მიულერმა 1971/72 წლების სეზონში მოახერხა "რეკორდმაისტერის" მაისურით 40 გოლის გატანა.
საინტერესოა, რომ რობერტმა მიულერის რეკორდის გამეორება მასვე მიუძღვნა: "გერდი სამუდამოდ".
"ზოგ იტალიურ გუნდს კარგად ვიცნობ", - ლევანდოვსკიმ სერია ა-ში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა