"ზოგჯერ უნდა დარჩე, ზოგჯერ კი წახვიდე", - ზიდანმა საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კლუბში საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.
14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგ სპეციალისტს სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობის დატოვება სურს, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა გუნდი ესპანეთის ჩემპიონი. იგი დაძაბულობისგან დაიღალა, როგორც მორალურად, ისევე ფიზიკურად.
"ჩემი პასუხი ძალიან მოსაწყენია. კიდევ ორი თამაში დაგვრჩა. არ ვიცი, რა მოხდება ამის შემდეგ. ეს "რეალია", ასე რომ ყველაფერი არაპროგნოზირებადია".
"ყველა ფიქრობს, რომ წავალ, რადგან რთულ სიტუაციაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ მსურს. ეს სიმართლე არ არის. ყველაფერში, რითაც დაკავებული ვარ, მთელ ძალას ვდებ. ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ცვლილებებს სარგებლის მოტანა შეუძლია. ზოგჯერ უნდა დარჩე, ზოგჯერ კი წახვიდე", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.
ზიდანის ხელმძღვანელობით, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, რის შემდეგაც ფრანგმა კლუბი დატოვა. 2019 წლის მარტში იგი დაბრუნდა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ამ სეზონში "რეალი" ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალური ეტაპიდან "ჩელსიმ" გამოთიშა, ლა ლიგაში კი 78 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
რეალის ხელმძღვანელობამ ზიდანის შემცვლელად მთავარი კანდიდატი შეარჩია — MARCA