სანჩოს გარემოცვა ტრანსფერში დარწმუნებულია — სად გადავა ინგლისელი ზაფხულში?
"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო ძალიან მალე შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, იტყობინება Eurosport.
გავლენიანი გამოცემის თანახმად, 21 წლის ინგლისელის გარემოცვაში განაცხადეს, რომ ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებულები არიან.
9 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, სანჩო "ეშმაკუნების" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. კლუბი მზად არის მის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა ჯეიდონს ბორუსიელებთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში სანჩომ გერმანიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.