ავტორიზაცია

VIDEO: გავიხსენოთ ქეცბაიას ყველაზე გამორჩეული მატჩი ანორთოსისის მწვრთნელის რანგში

თარიღი 16 May 2021, 11:16

კვიპროსის თასის მოგების შემდეგ, თემურ ქეცბაია ტოვებს ფამაგუსტას "ანორთოსისს" და სად გააგრძელებს ის მოღვაწეობას ჯერჯერობით უცნობია.

დავბრუნდეთ 13 წლით ადრე და გავიხსენოთ ქართველი სპეციალისტის ყველაზე გამორჩეული შეხვედრა კვიპროსული გუნდის დამრიგებლის რანგში.

2008/2009 წლის სეზონი - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი - "თეთრ-ლურჯები" საკუთარ მოედანზე მილანის "ინტერს" მასპინძლობენ.

"ნერაძური" მოიაზრებოდა აშკარა ფავორიტად, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ქეცბაიას გუნდმა არაფერი დათმო და მეტოქის 3 გოლს აგრეთვე 3 გოლით უპასუხა.

ცნობისთვის, ქართველი სპეციალისტი იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

"გველების" შემადგენლობაში წააწყდებით ხავიერ ძანეტის, მარკო მატერაცის, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და სხვა ვარსკვლავებს, გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.

აღსანიშნავია, რომ "ანორთოსისის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა გიორგი წიტაიშვილის მამა, კლიმენტი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ გუნდში გაატარა.

შოთა არველაძე ქეცბაიას წარმატებას გამოეხმაურა

სუპერ მატჩი ტურინში — 10-კაციანმა იუვენტუსმა ჩემპიონ ინტერს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო!