"დავრჩები თუ არა ანორთოსისში?" - ოქრიაშვაილი თავის მომავალზე
კვიპროსში სეზონი დასრულდა. ქართველების "ანორთოსისმა" ბოლო მატჩი ჩაატარა და თასი მოიგო.
მატჩის შემდეგ, "ანორთოსისის" ქართველ შემტევს თორნიკე ოქრიაშვილს თავის მომავალზე ჰკითხეს.
"ვფიქრობ, თასი დამსახურებულად მოვიგეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. გულშემატკივრებმა ეს დაიმსახურეს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, ყველაფერს მალე გავიგებთ. გუნდიდან წასვლა/არ წასვლის შანსები თანაბარია", - ამბობს ოქრიაშვილი.