ავტორიზაცია

რეალმა ზიდანის შემცვლელად მთავარი კანდიდატი შეარჩია — ფაბრიციო რომანო

რეალმა ზიდანის შემცვლელად მთავარი კანდიდატი შეარჩია — ფაბრიციო რომანო
თარიღი 16 May 2021, 20:50

"იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა მადრიდის "რეალი" ჩაიბაროს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ესპანური კლუბი იტალიელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა, რომელიც მზად არის "ბლანკოსის" შეთავაზება მიიღოს.

აღინიშნება, რომ "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ალეგრის მიწვევა ჯერ კიდევ 2018 წელს სურდა, მაგრამ მაშინ ამ უკანასკნელს "ბებერ ქალბატონთან" ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ, ზიდანი მადრიდს დატოვებს.

არსებული ცნობით, 48 წლის ფრანგმა სპეციალისტმა "რეალის" ფეხბურთელებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ამცნო.

"ზოგჯერ უნდა დარჩე, ზოგჯერ კი წახვიდე", - ზიდანმა საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა