ავტორიზაცია

VIDEO: მერებაშვილი GTA-ს ვერ მოესწრო - ვისლას კრეატიული ვიდეო ლეგენდარული თამაშის სტილში

თარიღი 17 მაი 2021, 11:10

როგორც მოგეხენებათ, გიორგი მერებაშვილმა პლოცკის "ვისლა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ქართველი კარიერას.

თბილისის "დინამოს" აღზრდილისგან განსხვავებით, პიოტრ ტომასიკი "მენავთობეებში" რჩება და ამ ფაქტს კლუბმა ორიგინალური ვიდეო მიუძღვნა.

ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ მიემართება პოლონელი ცენტრალური მცველი "ლურჯ-თეთრების" ბაზისკენ, ლეგენდარული სათამაშო სერიის, Grand Theft Auto-ს პერსონაჟის სტილში.

მერებაშვილის "ვისლაში" დარჩენის შემთხვევაში ვინ იცის, იქნებ მასაც მიუძღვნიდა კლუბი მსგავსი სტილის კრეატიულ ვიდეო რგოლს.

გადაწყვეტილია: მერებაშვილი გუნდს ზაფხულში დატოვებს

ბაიერნი, საქართველოს ნაკრები და კარიერის დასრულება 27-წლის ასაკში - ჰუფნაგელი წავიდა