ავტორიზაცია

სუარესი: "ატლეტიკოში გადასვლამდე, ბევრი კარიერის დასრულებას მირჩევდა"

სუარესი: "ატლეტიკოში გადასვლამდე, ბევრი კარიერის დასრულებას მირჩევდა"
თარიღი 17 მაი 2021, 15:11

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა გაიხსენა ის სირთულეები, რომელიც მან "ბარსელონაში" გატარებულ ბოლო სეზონში გამოიარა:

"ბარსელონაში გავატარე დიდებული დრო, თუმცა უკანასკნელი სეზონი ემოციურად ძალიან რთულად გადასაგორებელი გამოდგა.

ბევრი მირჩევდა კარიერის დასრულებას, ბევრიც კი უბრალოდ მაკრიტიკებდა, რადგან იმ მომენტში ეს აქტუალური თემა იყო.

მივიღე ატლეტიკოს წინადადება როგორც გამოწვევა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმამდე დემონსტრირებისთვის.

მინდოდა იმის დამტკიცება, რომ დიდ გუნდთან ერთად მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შემიძლია", - განაცხადა ურუგვაელმა.

შეგახსენებთ, კატალონიის დატოვების შემდეგ, "ინდიელების" ფორვარდმა მოასწრო 37 შეხვედრაში 20 გოლის გატანა და ახლა ის ლა ლიგის მოგებისგან ერთ ნაბიჯში იმყოფება.

"სუარესმა კუმანზე შური იძია", - ესპანელი ჟურნალისტი

ატლეტიკომ სასწაული მატჩი მოიგო, რეალმა ბილბაოს სძლია, ბარსელონა საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდა