"გაზეთებში გამოქვეყნებულ სიახლეებს ვხედავ", - საულ ნიგესმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა
"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა თქვა, რომ "როხიბლანკო" ჯერჯერობით მის სახლად რჩება, მაგრამ სამომავლოდ კლუბიდან წასვლა კატეგორიულად არ გამორიცხა.
"Instagram-ში ან გაზეთებში თქვენს მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებს ვხედავ, მაგრამ არცერთი კლუბისგან არაფერი მსმენია. გრძელვადიანი კონტრაქტი მაქვს, რომელსაც ხელი მოვაწერე, ამიტომაც აქ დარჩენა მინდა".
"უბრალოდ ფეხბურთის თამაშს ვაგრძელებ და რაც მოსახდენია, მოხდება. მხოლოდ "ატლეტიკოს" მიზნის მიღწევაზე ვარ კონცენტრირებული, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში მდგომარეობს", - ციტირებს საულის სიტყვებს Marca.
მიმდინარე სეზონში 26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელსაც "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
Transfermarkt-ის ვერსიით, საულის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 55 მილიონ ევროს შეადგენს.
საულმა წასვლა გადაწყვიტა და სერიოზული მსურველი ჰყავს, ატლეტიკომ ფასი დაასახელა - AS