"საიდუმლო არ არის, რომ რეალი რობერტის დიდი ოცნება იყო", - ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი
"ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა, ცეზარი კუხარსკიმ მიუნხენური გრანდიდან პოლონელი სუპერვარსკვლავის შესაძლო წასვლა
"როცა რობერტმა გერმანიაში თამაში დაიწყო, გეგმა გვქონდა: ჯერ "დორტმუნდი", შემდეგ "ბაიერნი", ბოლოს კი - "რეალი". საიდუმლო არ არის, რომ "რეალი" რობერტის დიდი ოცნება იყო", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Goal.com.
"მაგრამ ახლა ესპანური კლუბები ფინანსურად საკმარისად ძლიერები არ არიან, რათა ლევანდოვსკი იყიდონ. რობერტი მიხვდა, რომ "ბაიერნი" მისთვის იდეალური კლუბია", - დასძინა კუხარსკიმ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება "რეალში" ან "პსჟ"-ში გადავიდეს.
32 წლის პოლონელი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას მიუნხენელებთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
Transfermarkt-ის ვერსიით, ლევანდოვსკის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 60 მილიონ ევროს შეადგენს.
ფოტო: ლევანდოვსკიმ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა და მასვე მიუძღვნა