ავტორიზაცია

ოფიციალურად: რეალის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოფიციალურად: რეალის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 17 მაი 2021, 22:20

"რეალის" ნახევარმცველს, ტონი კროოსს კორონავირუსი დაუდასტურდა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

გერმანელი ფეხბურთელი 14 მაისიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან კოვიდ-ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

დიდი ალბათობით, მადრიდელთა 31 წლის ფეხბურთელი ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრას გამოტოვებს, სადაც გუნდი 22 მაისს "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში კროოსმა "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ამ ეტაპზე, "სამეფო კლუბი" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ატლეტიკოს" ორი ქულით ჩამორჩება, რომელიც დასკვნით ტურში "ვალიადოლიდს" ესტუმრება.

"კამათი ენით გვარდება და არა მუშტით", - პიკემ კროოსი და ზიდანი დატროლა