ავტორიზაცია

"კამათი ენით გვარდება და არა მუშტით", - პიკემ კროოსი და ზიდანი დატროლა

"კამათი ენით გვარდება და არა მუშტით", - პიკემ კროოსი და ზიდანი დატროლა
თარიღი 10 მაი 2021, 18:26

„ბარსელონას“ მცველი, ჟერარ პიკე, ირონიულად გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „რეალის“ მწვრთნელი და ფეხბურთელი მსაჯით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

„სევილიასთან“ მატჩის 78-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა სტუმრები წინ ზუსტად შესრულებული პენალტით გაიყვანა.

თავდაპირველად, მსაჯმა ხუან მარტინეს მუნუერამ პენალტი „სევილიას“ კარში დანიშნა, იმის გამო, რომ მეკარე იასინ ბუნუმ კარიმ ბენზემა საკუთარ საჯარიმოში წააქცია. თუმცა, ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ, ეს პენალტი გაუქმდა და დაინიშნა „რეალის“ კარში, იმიტომ რომ ამ შეტევის დაწყების წინ, ედერ მილიტაომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა.

მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანი და ტონი კროოსი მთავარ არბიტრს მოედანზევე გაესაუბრნენ.

„კამათი არა მუშტით, არამედ ენით გვარდება.“ - დაწერა პიკემ „ტვიტერში“.

უნდა აღინიშნოს, რომ პიკეს სიტყვების (Hablando se entiende la gente) – „ერთმანეთს რომ გაუგოთ, უნდა დაილაპარაკოთ-ს“ ნიშნავს, თუმცა, ესპანეთში ამ ფრაზას უფრო ზემოთხსენებულ კონტექსტში იყენებენ.
 

VIDEO: მსაჯმა პენალტი რეალს დაუდო, ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი სევილიას სასარგებლოდ დანიშნა

VIDEO: "ძალიან მსუქანი ხარ", - მატჩის მიმდინარეობისას, პიკემ სუარესს შეურაცხყოფა მიაყენა