ავტორიზაცია

"ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო აზარს ვიხილავთ", - მარტინესი

"ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო აზარს ვიხილავთ", - მარტინესი
თარიღი 18 მაი 2021, 10:58

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა თავისი გუნდის კაპიტნის, ედენ აზარის შესახებ ისაუბრა:

"აზარისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეალთან ერთად ლა ლიგის მიმდინარე სეზონის მშვიდობიანად ჩამთავრება.

იმ შემთხვევაში, თუ დროის ამ შუალედში ის იქნება ჯანმრთელად, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე მის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ.

მე მჯერა, რომ ბელგიელ შემტევ ნახევარმცველს თავის კარიერაში წინ დიდი წარმატება ელის", - განაცხადა ესპანელმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, "ეშმაკების" მოწინააღმდეგეები ევრო 2021-ის ჯგუფურ ეტაპზე დანია, რუსეთი და ფინეთი იქნებიან. პირველი მატჩი 12 ივნისს შედგება.

ოფიციალურად: რეალის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აზარი, ლუკაკუ და რა თქმა უნდა, დე ბრუინი - ბელგიამ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა