ავტორიზაცია

რეალის ხელმძღვანელობამ ზიდანის შემცვლელად ორი სპეციალისტი შეარჩია — AS

რეალის ხელმძღვანელობამ ზიდანის შემცვლელად ორი სპეციალისტი შეარჩია — AS
თარიღი 18 May 2021, 15:21

"რეალის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის შემცვლელად ორ სპეციალისტს განიხილავს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS იტყობინება, მადრიდული გრანდის ბოსები არჩევანს "იუვენტუსის" ექს-თავკაც მასიმილიანო ალეგრისა და "კასტილიას" მწვრთნელ რაულს შორის გააკეთებენ.

აღინიშნება, რომ იტალიელი უფრო სასურველი ვარიანტია, რადგან უმაღლეს დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. კლუბის ლეგენდა, რაული კი სათადარიგო ვარიანტად განიხილება.

თუმცა, ამ დროისთვის, ყველა მოლაპარაკება მწვრთნელის შესაძლო შეცვლის შესახებ სეზონის დასრულებამდე შეჩერებულია.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანი ზაფხულში მადრიდს დატოვებს.

არსებული ცნობით, 48 წლის ფრანგმა სპეციალისტმა "რეალის" ფეხბურთელებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ამცნო.

ზიდანი: "ვინ თქვა, რომ მივდივარ?!"