ზიდანი: "ვინ თქვა, რომ მივდივარ?!"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ვინ თქვა, რომ მივდივარ?! ასეთი რამ ჩემი ფეხბურთელებისთვის არ მითქვამს. წინ, სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა ვილიარეალთან, ასე რომ წასვლაზე საუბარი ახლა უადგილოა.
ვნახოთ, რა იქნება ლა ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ, ახლა კი ფაქტია, მხოლოდ უახლოეს მატჩზე ვართ კონცენტრირებულები.
არ ღირს გამუდმებით ჩემი მომავლის შესახებ საუბარი, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს", - განაცხადა ფრანგმა.
ესპანური პრესა კი თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ ზიზუ "სამეფო კლუბიდან" წავა, მის ნაცვლად კი უდიდესი ალბათობით მაქს ალეგრი მოვა.
შეგახსენებთ, პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურისთვის "ბლანკოსი" მეზობელ "ატლეტიკოს" ორი ქულით ჩამორჩება.
ატლეტიკომ სასწაული მატჩი მოიგო, რეალმა ბილბაოს სძლია, ბარსელონა საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდა
რეალმა ზიდანის შემცვლელად მთავარი კანდიდატი შეარჩია — ფაბრიციო რომანო