პერესი ზიდანს რეალიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებს — ფაბრიციო რომანო
"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გათავისუფლებას არ აპირებს.
წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თავად ფრანგ სპეციალისტს შეუძლია, იუწყება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
როგორც აღინიშნება, "სამეფო კლუბი" ახალი მწვრთნელის მიწვევას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ 48 წლის თავკაცი ოფიციალურად გადაწყვეტს მადრიდის დატოვებას.
"ბლანკოსი" პრიორიტეტულ ვარიანტად "იუვენტუსის" ყოფილ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის განიხილავს. იტალიელი მადრიდელთა წინადადებას ელოდება. სათადარიგო ვარიანტი კი რაულია.
გასულ კვირაში ალეგრი ესპანელთა წარმომადგენლებს შეხვდა და საჭიროების შემთხვევაში მუშაობის დაწყებას დათანხმდა. მარტიდან მას "რეალთან" პირდაპირი კონტაქტი აქვს, მადრიდული გრანდი მისთვის პრიორიტეტია, მიუხედავად იტალიური გუნდების ინტერესისა.
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "რეალი" სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ატლეტიკოს" ორი ქულით ჩამორჩება.
რეალის ხელმძღვანელობამ ზიდანის შემცვლელად ორი სპეციალისტი შეარჩია — AS