ოფიციალურად: გრიგალავას, რომელმაც მეტოქეს ფეხი ამოარტყა, განაჩენი გამოუტანეს
საქართველოს ნაკრებისა და ტულის "არსენალის" მცველი, გია გრიგალავა რუსეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში "უფასთან" (1:2) გამართულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საკონტროლო და სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელმა, არტურ გრიგორიანცმა დაადასტურა, რომ 31 წლის ქართველ უკანახაზელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
"გრიგალავა ფეხის ამორტყმისთვის გააძევეს. წესის დარღვევა და ფეხბურთელისთვის ჩარტყმა აღიარა. აგრესიული საქციელის გამო, გრიგალავას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა", - თქვა გრიგორიანცმა.
შეგახსენებთ, გრიგალავა "უფასთან" შეხვედრის 54-ე წუთზე გააძევეს მოედნიდან - ქართველმა მცველმა მეტოქის ფეხბურთელ მორიც ბაუერის წინააღმდეგ იუხეშა.
VIDEO: 42 გრადუსი სიცხე, მეტოქისთვის ფეხის ამორტყმა და გაძევება - გრიგალავას "ცხელი" მატჩი