VIDEO: 42 გრადუსი სიცხე, მეტოქისთვის ფეხის ამორტყმა და გაძევება - გრიგალავას "ცხელი" მატჩი
რუსეთის ჩემპიონატის დასკვნით ტურში გია გრიგალავას ტულის "არსენალი" ჯემალ ტაბიძის "უფას" შეხვდა და 2:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა უნდა დაწყებულიყო ჩვენი დროით 15:00 საათზე, თუმცა მაღალი სიცხის გამო (42 გრადუსი ცელსიუსით), მატჩის დაწყების დრომ თითქმის ერთი საათით გადაიწია.
ყველაზე საინტერესო აღნიშნულ თამაშში მოხდა 52-ე წუთზე, როდესაც "მეთოფეების" ცენტრალურმა მცველმა, გია გრიგალავამ წითელი ბარათი მიიღო.
პრესაში ხუმრობენ, რომ მაღალმა ტემპერატურამ ქართველ უკანახაზელზე იმოქმედა უარყოფითად და ის შეიძლება ითქვას, რომ "დაისიცხა".
ბაიერნი, საქართველოს ნაკრები და კარიერის დასრულება 27-წლის ასაკში - ჰუფნაგელი წავიდა
"ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან, ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები საქართველოს ჰყავს", - გრიგალავა