ავტორიზაცია

ვინ გააფუჭა ამ სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი პენალტი?

ვინ გააფუჭა ამ სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი პენალტი?
თარიღი 19 მაი 2021, 11:57

"ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით "ტორინოსთან" (0:0) გამართულ მატჩში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

ასე და ამგვარად, მიმდინარე სეზონში 31 წლის იტალიელ შემტევს ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, იტყობინება Opta.

2020/21 წლების სეზონში იმობილემ 8-დან მხოლოდ 4 პენალტი გაიტანა. არაზუსტი თერთმეტმეტრიანების რაოდენობით იგი მიმდინარე კამპანიაში პირველ ადგილს იკავებს.

საერთო ჯამში ჩირომ ყველა ტურნირზე ერთად ამ სეზონში "ლაციოს" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"კიდევ უფრო მეტის გაკეთება მსურს", - იმობილემ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა