"ვიცი, რომ ბარსელონას გრიზმანის ფელიქსში გაცვლა სურს", - ესპანელი ჟურნალისტი

ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ლუის კანუტი აცხადებს, რომ "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" ფეხბურთელების გაცვლას გეგმავს.
ასე და ამგვარად, საუბარია ანტუან გრიზმანსა და ჟოაო ფელიქსზე.
"ვიცი, რომ "ბარსელონას" გრიზმანის ფელიქსში გაცვლა სურს", - აცხადებს ესპანელი ჟურნალისტი.
"ფელიქსის ინტერესებს მენდეში იცავს, რომელსაც ლაპორტასთან და ალემანისთან ("ბარსას" პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი, შესაბამისად) კარგი ურთიერთობა აქვს", - თქვა კანუმ TV3-თან ეთერში.
შეგახსენებთ, 30 წლის ფრანგი კატალონიური გრანდის ღირსებას 2019 წლიდან იცავს, 21 წლის პორტუგალიელი კი მადრიდულ კლუბს იმავე ზაფხულს შეუერთდა.
"გრიზმანი და დემბელე ბარსელონას დონის ფეხბურთელები არ არიან", - დომენეკი