რეალის 10 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა მბაპეს ტრანსფერს შეეწიროს
ევროპულ პრესაში აქტუალურობას არ კარგავს "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერი.
AS-ის თანახმად, "სამეფო კლუბი" რეალურად აგროვებს ფრანგი ფორვარდის ტრანსფერისთვის განკუთვნილ ფინანსურ რესურსს.
"ბლანკოსის" მთავარი ფინანსური წყარო იქნება ფეხბურთელების გაყიდვა და საუბარია როგორც განათხოვრების წესით გაშვებული მოთამაშეების შესახებ, ისე გუნდში არსებულ როსტერზე.
პრესაში ვრცელდება ზინედინ ზიდანის გუნდის შავი სიის სხვადასხვა ვარიანტები, ყველაზე გავრცელებული ლისტი კი ასეთია:
მარსელო ვიეირა (10 მილიონი ევრო)
გარეტ ბეილი (20 მილიონი ევრო)
ედენ აზარი (40 მილიონი ევრო)
ისკო ალარკონი (20 მილიონი ევრო)
რაფაელ ვარანი (70 მილიონი ევრო)
მარკო ასენსიო (35 მილიონი ევრო)
მარიანო დიასი (10 მილიონი ევრო)
ლუკა იოვიჩი (20 მილიონი ევრო)
დანი სებალიოსი (30 მილიონი ევრო)
ბორხა მაიორალი (14 მილიონი ევრო)
აქვე დავამატებთ, რომ "პსჟ" თავის ვარსკვლავურ შემტევს აფასებს 250 მილიონ ევროდ, თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივებას მასთან ვერ ახერხებს.
როგორც ცნობილია, პარიზული გუნდის შვიდიანის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე არის გათვლილი.
პერესი ზიდანს რეალიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებს — ფაბრიციო რომანო