ავტორიზაცია

"ხვიჩას რუბინში დარჩენის ალბათობა ქუჩაში დინოზავრთან შეხვედრის შანსების ტოლია", - ყაზანელები დანებდნენ?!

"ხვიჩას რუბინში დარჩენის ალბათობა ქუჩაში დინოზავრთან შეხვედრის შანსების ტოლია", - ყაზანელები დანებდნენ?!
თარიღი 19 May 2021, 19:55

ყაზანის "რუბინის" დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო გაყიდვის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"კვარაცხელიას რუბინში დარჩენის ალბათობა ტვერის ქუჩაზე ქალისა და დინოზავრის შეხვედრის შანსების ტოლია, ან შეხვდებიან ან არა.

მტკივნეული იქნება მისი დაკარგვა, თუმცა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ქართველი შემტევი ბებიას ეზოში ბურთის გასაგორებლად არ ჩადის.

ის არის ევროპული ტოპ-კლუბების სამიზნე და ჩვენ ხვიჩას წინსვლაში ხელს არ შევუშლით. არ გვაქვს მისი დაკავების უფლება", - განაცხადა რუსმა ფუნქციონერმა бизнес online-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ "წითელ-მწვანეების" ლიდერის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანის "ინტერსა" და სხვა გრანდებს.

20-წლის ვინგერის კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა არის 30 მილიონი ევრო, ზოგჯერ 20 მილიონზეც ვრცელდება ცნობა.

"ის და კვარაცხელია საოცნებო დუეტს შექმნიან", - ბრიტანული პრესა კვლავ ხვიჩას შესახებ წერს

VIDEO: მორიგი სახალისო ვიდეო რუბინიდან - ყაზანელები, მათ შორის ხვიჩაც, სლუცკის იუბილეს ულოცავენ