ავტორიზაცია

"ის და კვარაცხელია საოცნებო დუეტს შექმნიან", - ბრიტანული პრესა კვლავ ხვიჩას შესახებ წერს

"ის და კვარაცხელია საოცნებო დუეტს შექმნიან", - ბრიტანული პრესა კვლავ ხვიჩას შესახებ წერს
თარიღი 18 მაი 2021, 22:26

ყაზანის "რუბინის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდს იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერი ბრიტანულ პრესაში კვლავ აქტუალური თემაა.

HITS-ი წერს, რომ "თეთრების" მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება სწორედ ქართველი შემტევი და კლუბი მის სანაცვლოდ ფულს არ დაიშურებს:

"რუბინი ემზადება კვარაცხელიას გაყიდვისთვის და ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. კლუბი მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს.

ლიდს იუნაიტედი მზად არის ამ თანხის გადასახდელად, რადგან კლუბის მიზანი ქართველი შემტევისა და რაფინიას საოცნებო დუეტის ხილვაა.

ცნობისთვის, "თეთრებმა" ბრაზილიელი ვინგერის სანაცვლოდ აგრეთვე 20 მილიონი ევრო გადაიხადეს. საინტერესო იქნება ხვიჩასა და დიასის ერთად გამოჩენა".

შეგახსენებთ, იორკშირელების გარდა, "წითელ-მწვანეების" გარემარბის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანის "ინტერსა" და სხვა გრანდებს.

"კვარაცხელიას რუბინში სხვა ქართველი შეცვლის", - რუსული პრესა

"ლიდსმა ვერ იყიდა ტოტი, ჯიჯი, იბრა და კავანი - კვარას ტრანსფერზე იგივე არ განმეორდება", - ინგლისური პრესა